ბერლინი უკრაინის მაღალი რანგის დელეგაციას მასპინძლობს

14 აპრ 2026

ბერლინში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და  გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.  ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია და დოკუმენტების ხელმოწერა იგეგმება.

პარალელურად ბერლინში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა  სამხედრო პატივით მიიღო უკრაინელი კოლეგა, მიხაილ ფედოროვი. ცერემონიის შემდეგ, ორმა მინისტრმა  გვირგვინით შეამკო გერმანიის წინააღმდეგობის მემორიალი. ფედოროვის ვიზიტი გერმანია-უკრაინის სამთავრობო კონსულტაციების ნაწილია.

გერმანია ევროპაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, რომელმაც 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას 55 მილიარდი ევრო გამოუყო.