14 აპრ 2026
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა "შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.
დეპუტატები განიხილავენ პროექტს, რომლის მიხედვითაც, რიგ შემთხვევებში უცხოელს შესაძლოა უფლება მიეცეს პროფესიული საქმიანობა ბინადრობისა და შრომითი საქმიანობის ნებართვების გარეშე განახორციელოს.
კანონპროექტი გავრცელდება მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც შრომითი საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ პროექტთან და ადგილობრივ ბაზარზე ხანგრძლივ დამკვიდრებას არ იწვევს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.