ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე

14 აპრ 2026

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია.  ამ დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, სადღესასწაულო წირვა მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ კი მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა. 

ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაშია დაცული, ასეთი ასლი სრულიად კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით ათონის მთაზე წმინდა ბერებმა საქართველოსთვისაც შექმნეს და ის სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული.