განზრახ მკვლელობის ფაქტი კახეთში

14 აპრ 2026

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თელავში კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 46 წლის კაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის კლინიკაში გადაიყვანეს.  

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.