14 აპრ 2026
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ემიგრანტების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს შეზღუდვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო უფლებას.
არასამთავრობო ორგანიზაციას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მსგავს სარჩელებს არგუმენტაცია არ გააჩნია, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სასმართლო მიიღებს.