14 აპრ 2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით დაწესებულ და დაგეგმილ ცვლილებებს. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
უკვე 2 კვირაა კი პლასტმასისაგან დამზადებული ერთჯერადი ჭურჭლის წარმოება, იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება აკრძალულია. ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.
1 ივლისიდან აიკრძალება, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის, ასევე სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.
2031 წლის 1 თებერვლიდან კი აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება, თუმცა შეზღუდვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე.