14 აპრ 2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება. დავით სონღულაშვილმა ქალაქ ვერონაში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinitaly“ წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა. იტალიური ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში 30-ზე მეტი ქვეყანა და იტალიის მეღვინეობის ყველა რეგიონი მონაწილეობს.
დავით სონღულაშვილმა გამოფენის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა. ასევე, მინისტრი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ჯონ ბარკერს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა, 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის კონგრესს უმასპინძლოს.