მადიარი სიიარტოს ოფიციალური დოკუმენტების განადგურებაში ადანაშაულებს

14 აპრ 2026

უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მადიარმა  ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი  საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ოფიციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა. მადიარმა, რომლის ოპოზიციურმა „ტისას“ პარტიამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, განაცხადა, რომ სიიარტო სამინისტროს შენობაში გამოჩნდა, სადაც ის და მისი კოლეგები ოფიციალურ დოკუმენტებს ანადგურებდნენ.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე, მადიარმა განაცხადა, რომ დოკუმენტების განადგურება მკვეთრად ეწინააღმდეგება მოქმედ დემოკრატიებში ხელისუფლების  ნორმალურ გადაცემას.

მადიარის ცენტრისტულმა მემარჯვენე პარტიამ, კვირას გამართულ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების  ორი მესამედის მოპოვება შეძლო და ვიქტორ ორბანი 16-წლიანი მმართველობის შემდეგ დაამარცხა.