თეირანში აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტის დაბლოკვა გააპროტესტეს

14 აპრ 2026

თეირანში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ირანის მთავრობის მხარდასაჭერად და აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკირების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარებსა და გაფრთხილებებს   ცარიელ სიტყვებს უწოდებენ. 

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ორშაბათიდან ირანის პორტებიდან გამოსული გემების ბლოკადა დაიწყეს.  თეირანი საპასუხო ზომებით დაემუქრა სპარსეთის ყურის ქვეყნების პორტებს მას შემდეგ, რაც ისლამაბადში ომის დასრულების შესახებ შაბათ-კვირას გამართული მოლაპარაკებები ჩაიშალა.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანთან თანამშრომლობა გრძელდება და შეთანხმების მიღწევაზე მუშაობენ.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალისხმევა კვლავ მიმდინარეობს.