ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესს მივაღწიეთ - ვენსი

14 აპრ 2026

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით,  ვაშინგტონმა ირანთან მოლაპარაკებებში დიდი პროგრესი განიცადა. ამის შესახებ ვენსმა ფოქს-ნიუსთან ინტერვიუში ისაუბრა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა ბურთი ირანის მოედანზეა, რადგან ვაშინგტონმა  ბევრი რამ დადო მაგიდაზე.

აშშ-მა ირანს კიდევ ერთხელ განუმარტა წითელი ხაზები და მიანიშნა, რომ თუკი ირანს სურს იყოს ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა და ყველა ქვეყანას ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობები, აუცილებელია, რომ მას არ ჰქონდეს ბირთვული სტატუსი და უარი თქვას ტერორიზმის მხარდაჭერაზე. 

აშშ ირანისგან ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას მოითხოვს.