14 აპრ 2026
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ჩინურმა ტანკერმა, ბლოკადის მიუხედავად, ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა. საზღვაო მიმოსვლის მონიტორინგის მონაცემებით, „რიჩ-სტარი“ პირველი ტანკერია, რომელმაც ბლოკადის დაწყების შემდეგ სრუტე გადაკვეთა და სპარსეთის ყურე დატოვა. ის სამხრეთ ირანის სანაპიროსთან ახლოს გადაადგილდება.
სრუტის გავლის შემდეგ ტანკერი ომანის ყურის მიმართულებით მიემართება.
ტანკერი და მისი მფლობელი კომპანია აშშ-მა ირანთან თანამშრომლობის გამო დაასანქცირა. „რიჩ-სტარი“ საშუალო ზომის ტანკერია, რომელსაც დაახლოებით 250 ათასი ბარელი მეთანოლის ტრანსპორტირება შეუძლია.
ჩინურმა ტანკერმა ტვირთი არაბთა გაერთიანებული საამიროების ჰამრიას პორტში ჩატვირთა.