14 აპრ 2026
ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფი და სუბსიდიის სქემა - ამ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა გურჯაანში. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორმა აღნიშნა, რომ ტარიფის ცვლილების მიზანი ირიგაციის სისტემის მდგრადი ფუნქციონირება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ტარიფის სუბსიდირება ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე.