შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებთან

14 აპრ 2026

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა.

თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს კულტურულად და ენობრივად მრავალფეროვან საზოგადოებაში სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე, სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი სტუდენტების განათლების, პროფესიული განვითარებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს წინაპირობაზე

შეხვედრაზე  ხაზი გაესვა  სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის „1+4 ქართულ ენაში მომზადების პროგრამის“ ხელმძღვანელის ნათელა ბერიძის მრავალწლიან  ღვაწლს, რომელიც  ეთნიკური უმცირესობებს  ქართული ენას ასწავლის.

გარდა ამისა,  სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც ქართული ენის მოსამზადებელი კურსი წარმატებით დაასრულეს.