14 აპრ 2026
დღეს პირველი მოსმენით იმსჯელებს პარლამენტი "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე. დეპუტატები განიხილავენ პროექტს, რომლის მიხედვითაც, რიგ შემთხვევებში უცხოელს შესაძლოა უფლება მიეცეს პროფესიული საქმიანობა ბინადრობისა და შრომითი საქმიანობის ნებართვების გარეშე განახორციელოს.
კანონპროექტი გავრცელდება მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც შრომითი საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ პროექტთან და ადგილობრივ ბაზარზე ხანგრძლივ დამკვიდრებას არ იწვევს, კანონპროექტს ჯერ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.