აფხაზეთის პოლიკლინიკების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება იწყება

15 ნოე 2025

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო  პოლიკლინიკების რებრენდინგს და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას იწყებს. პროექტისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 2 მილიონი ლარი გამოიყოფა, დამატებით ერთ მილიონ ლარს კი აფხაზეთის მთავრობა გამოყოფს.  მიღებული გადაწყვეტილების  შესახებ განცხადება აფხაზეთის მთავრობაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გაკეთდა.