13 აპრ 2026
დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო ირაკლი ჩიქოვანმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
ირაკლი ჩიქოვანი გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრა, მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის ძალების მეთაური, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.