რუსეთის პრეზიდენტთან მოგვიწევს მოლაპარაკება, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება შენარჩუნდება - პეტერ მადიარი

13 აპრ 2026

არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება, ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება. გარემოებები თუ მოითხოვს, რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება მოგვიწევს, თუმცა ჩვენ მეგობრები არ გავხდებით, – ამის შესახებ პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.

როგორც სხვადასხვა მედიასაშუალება უნგრულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე უნგრულ გაზეთთან ინტერვიუში მადიარმა რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ ვითარებაში რუსეთთან დიალოგი, შესაძლოა, გარდაუვალი იყოს.

„გარემოებები თუ მოითხოვს, რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება. დივერსიფიკაცია უნდა გავზარდოთ, მაგრამ ეს ერთ ღამეში ვერ მოხდება“, – განაცხადა მადიარმა.