13 აპრ 2026
პარლამენტი “შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს. კანონპროექტის მიხედვით, კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა უცხოელს ჰქონდეს საშუალება პროფესიული საქმიანობა ბინადრობისა და შრომითი საქმიანობის ნებართვების გარეშე განახორციელოს.
აღნიშნული შესაძლებლობა კი დაკავშირებულია ისეთ საქმიანობასთან, რომელიც ბაზარზე ხანგრძლივ დამკვიდრებას არ იწვევს. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელი, საქართველოში, შრომით იმიგრანტად ან თვითდასაქმებულ უცხოელად არ ჩაითვლება.
უცხოელის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობების ჩამონათვალი და კრიტერიუმები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. ინიციატივა “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.
კანონის ინიციატორი დეპუტატების განმარტაბით, როდესაც უცხოელი სპეციალისტის ვიზიტი მოკლევადიან ხასიათს ატარებს და დაკავშირებულია კონკრეტულ, ერთჯერად პროექტთან ან მომსახურებასთან, საერთო საიმიგრაციო ფილტრების გამოყენება ზედმეტ ადმინისტრაციულ ბარიერებს ქმნის.
ამასთანავე, რიგი სპეციფიკური საქმიანობები“შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებისგან გათავისუფლა. კერძოდ, ეს ეხება საჯარო დაწესებულებებსა და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებას, აგრეთვე დისტანციური შრომის გარკვეულ ფორმებს.