„დიდგორი 2025“ - ერთობლივი საველე სწავლება

14 ნოე 2025

„დიდგორი 2025“-ის ფარგლებში სპეციალური ოპერაციების სარდლობისა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი საველე სწავლება ჩატარდა .  სიმულაციური სცენარის მიხედვით, ორივე უწყების წარმომადგენლებს დაევალათ ამოცანა - „რეიდი ობიექტზე“, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით შესრულდა. უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ კოორდინირებულ და ერთობლივ მოქმედებებს ითვალისწინებს, როგორც საშტაბო, ისე საველე მიმართულებით.