აღდგომის სადღესასწაულო მსახურებას ხელისუფლების წევრები დაესწრნენ

12 აპრ 2026

სიონის საკათედრო ტაძარში აღდგომის სადღესასწაულო მსახურებას, პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დაესწრნენ. ტაძარში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე. სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო უძღვებოდა.