ვიზიტორების გაზრდილი მაჩვენებელი დაცულ ტერიტორიებზე

14 ნოე 2025

ბოლო  10 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს მილიონ  ნახევარზე   მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10% ის არის გაზრდილი-აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში. ყველაზე მეტი ვიზიტორი იმყოფებოდა  პრომეთეს მღვიმეში, მარტვილის კანიონზე, მტირალას ეროვნული პარკში, სათაფლიასა და წალკის კანიონზე. სააგენტოს ინფორმაციითვე  ასევე 10%-ით გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების  რაოდენობაც. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა მატების ერთ-ერთი მიზეზი დაკავშირებულია სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვასთან.