უფასო მგზავრობა სააღდგომოდ - ქობულეთი

11 აპრ 2026

უფასო მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებს 12-აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქში, ისე სოფლების მიმართულებით. ასევე 13-აპრილს მიცვალებულების ხსენების დღესთან დაკავშირებით ყველა მუნიციპალურ სასაფლაოს მიმართულებით მგზავრებს უფასო ავტობუსები მოემსახურება. როგორც ქობულეთის ტრანსრეგულირებაში ამბობენ, მუნიციპალური ტრანსპორტი 12 და 13 აპრილის მგზავრებისთვის დილის 8-სთ- დან საღამოს 8-სთ-მდე იქნება ხელმისაწვდომი.