10 აპრ 2026
აზიის განვითარების ბანკი წელს საქართველოს ეკონომიკის 5,5 პროცენტამდე ზრდას პროგნოზირებს.
საფინანსო ინსტიტუტის ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინა წელთან შედარებით, 2026 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შენელდება, თუმცა გლობალური შოკების მიუხედავად, ეკონომიკა მდგრადად ინარჩუნებდა პოზიციებს.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ 2026 წელს მშენებლობისა და წარმოების ზრდის ფონზე, მოსალოდნელია მრეწველობის 2.4%-მდე გაზრდა.
ამასთანავე, სოფლის მეურნეობა 2026 წელს დასტაბილურდება და 2027 წელს 1.7%-იან მატებას დაუბრუნდება.