13 ნოე 2025
ორი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა სამხრეთ კორეაში მსუბუქი სატვირთო მანქანის ბაზარში შევარდნის შედეგად. ინციდენტი ბუჩეონში მოხდა.
პოლიციის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 60 წელს გადაცილებული მძღოლი დაკავებულია და რომ იგი ინციდენტის დროს ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. ახლა მისი დაკითხვა მიმდინარეობს.