საქართველოში თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 20-ვე დაღუპული ნაპოვნია

13 ნოე 2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა.

ავიაკატასტროფის ადგილზე ბოლო, მე-20 ადამიანის ცხედარიც იპოვეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავის „შავი ყუთი“ თურქეთში ჩაიტანეს.

ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.