საქართველოს კულტურის მინისტრი საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

09 აპრ 2026

თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ამჯერად ბერძენი მაყურებლების წინაშე წარსდგა. საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, მისივე ნაწარმოები - ,,რეკვიემი“ შესრულდა. საღამო, მისი უწმენდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა.

საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი. თინათინ რუხაძეს ბერძენმა კოლეგამ უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. კულტურის მინისტრი ასევე ათენის მერს შეხვდა. ჰარის დუკასსთან ძირითადი აქცენტი ლიტერატურისა და თეატრის კუთხით, ასევე,  სამუზეუმო მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაკეთდა.