როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო, ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა - ვატო შაქარიშვილი

09 აპრ 2026

როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო... ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ და ეს უნდა დასრულდეს. ეს საგიჟეთი და უნიჭო პერფორმანსები კიდევ უფრო მეტად უშლის ხელს 9 აპრილის მოვლენების რეალურ გააზრებას.

"ეს უნდა დასრულდეს, არამხოლოდ რუსთაველზე, არამედ ზოგადად, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მტრებს უნდა მიეჩინოთ შესაფერისი ადგილი. მაშინ ექნება შინაარსი და ფასი 9 აპრილის მემორიალთან მიტანილ ტიტებს"- წერს ვატო შაქარიშვილი.