თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფა - ერდოღანის გამოხმაურება

13 ნოე 2025

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნაპოვნია ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ბორტჩამწერი და გამოძიება გრძელდება ჩამოვარდნის მიზეზის დასადგენად.

ერდოღანის თქმით, 46 კაციანი ჯგუფი თურქეთიდან გაიგზავნა სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად. ანალიტიკოსების თქმით, კადრების თანახმად,  თვითმფრინავი ფრენის დროს დაიშალა. ისინი აღნიშნავენ, რომ თურქეთის სი-130-ების ფლოტი ძველია და განახლებას საჭიროებს.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი 57 წლის იყო და თურქეთის საჰაერო ძალებს 2010 წელს გადაეცა. თურქეთის პრეზიდენტს სატელეფონო ზარით  მომხდარიდან მალევე სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.