37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - მემორიალი ყვავილებით შეამკეს  ქობულეთში

09 აპრ 2026

9 აპრილს  დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წევრებმა. მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ სკოლის მოსწავლეები და რიგითი მოქალაქეები.

შეკრებილებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 9 აპრილმა ქართველი ერი გააერთიანა.