მიხეილ სააკაშვილი "ვივამედიდან" საპატიმროში გადაიყვანეს

13 ნოე 2025

სამი წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. გადაწვეტილებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. 

ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელებს მიაჩნიათ რომ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა დიქტატურის ნაწილია.

მინისტრთა კაბინეტის წევრის, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი პატიმარი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, საპატიმროში უნდა იხდიდეს სასჯელს.