"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ქობულეთის 22 ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო შეხვედრები გაიმართა

08 აპრ 2026

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 22 ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები გაიმართა, სადაც თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა სოფლად მცხოვრები ადგილობრივების საჭიროებები ადგილზე მოისმინეს. შეხვედრებს საკრებულოს და მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მყოფი მოსახლეობის მოთხოვნები ძირითადად, შიდა სასოფლო გზების ბეტონირება, გარე განათების მოწყობა, სოფლად სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია იყო.