საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდა

08 აპრ 2026

საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვან კავშირზე და ხაზი გაუსვეს კულტურის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლიტერატურისა და თეატრის კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოხატეს; ასევე, განიხილეს სამუზეუმო მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო თბილისისა და ათენის დამეგობრების პერსპექტივას.