08 აპრ 2026
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, დღეს ქობულეთში. საკრებულოს წევრებმა დღისწესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის მხარი დაუჭრეს ადგილობრიოვ პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებას, რომლის საფუძველზეც სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მერიამ მილიონ 61 ათასი ლარი მიიღო. დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ასევე და მხარი დაუჭირეს მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დასრუელაბს, რომელიც მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით განკარგულების გამოცემისთანავე ძალაში შევა. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მუნიციპალიტეტში აქამდე არსებული ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურები. მათ ფუნქციებს კი ორი ახლადშექმნილი - მუნიციპალური ინსპექციისა და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის აიპები შეასრულებენ. რეორგანიზაცია შეეხო ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განყოფილებას, სადაც გაუქმდა სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულება, თუმცა როგორც მერიაში ამობებენ სამსახურის ფუნქცია-მოვალეობა იგივე დარჩა და შესაბამისი სპეციალისტები სამსახურის დაქვემდებარებაში გააგრძელებენ მოვალეობის შესრულებას. მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა საკრებულოს ოპოზიცონერ წევრს “ძლიერი საქართველოს ლელო"-დან.