თენგიზ შარმანაშვილი: მზად ვართ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობების აღდგენას

08 აპრ 2026

მზად ვართ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობების აღდგენას - ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს ინტერესების ხარჯზე, არავის არაფერს დავუთმობთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ქართული მხარის სურვილი აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებაა. შარმანაშვილი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, როდის ეწვევა საქართველოს ამერიკის დელეგაცია.