08 აპრ 2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა. საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ წარადგინა. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო საგრანტო კონკურსების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე, მიზნებზე, პრიორიტეტებზე, საკონკურსო პირობებსა და პროექტების შეფასების მექანიზმებზე. საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის ფარგლებში 2026 წელს, პირველად გამოცხადდება – სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი, ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო, საზღვარგარეთ არსებული ქართველოლოგიური ცენტრების მხარდაჭერისა და განვითარების სამეცნიერო, რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსები.