საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სავარაუდოდ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

11 ნოე 2025

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სავარაუდოდ,  თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 „ჰერკულესი“ ჩამოვარდა.

„ფლაირადარის“ მონაცემებით, თვითმფრინავი ქალაქ განჯის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 14:19 საათზე აფრინდა. აფრენის შემდეგ მისი ფრენის შესახებ განახლებული ინფორმაცია აღარ დაფიქსირებულა.