11 ნოე 2025
აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს ორი ახალი წევრის ნადიმ ვარშანიძისა და ილია ვერძაძის უფლებამოსილება ცნო.
საკითხს კენჭი დღევანდელ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უყარეს. ისინი მამუკა თურმანიძის და ვახტანგ ბერიძის ადგილმონაცვლეები არიან, ორივე თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქედის და ხულოს მერებად აირჩიეს.