აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა ცნობილია - BBC

08 აპრ 2026

„ბიბისი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით, თეირანის მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს.

გეგმა ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის გახსნას, ირანის აღსადგენად ხარჯების ანაზღაურებასა და რეგიონში ყველა კონფლიქტის დასრულებასაც.

ამასთან, გეგმის თანახმად, ირანი ბირთვული იარაღის ფლობას არ ეცდება.

1. ცეცხლის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში;

2. ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის სრული და საბოლოო შეწყვეტა ყოველგვარი დროის შეზღუდვის გარეშე;

3. რეგიონში ყველა მიმდინარე კონფლიქტის დასრულება;

4. ჰორმუზის სრუტის გახსნა;

5. ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი და უსაფრთხო ნაოსნობის პირობების შექმნა და პროტოკოლის გამოქვეყნება;

6. აღდგენისთვის საჭირო კომპენსაციის გადახდა ირანისთვის;

7. ირანზე დაწესებული სანქციების მოხსნის სრული მხარდაჭერა;

8. აშშ-ში გაყინული ირანული ფულისა და აქტივების გათავისუფლება;

9. ირანი იღებს სრულ პასუხისმგებლობას არ შექმნას ბირთვული იარაღი;

10. ზავი დაუყოვნებლივ შედის ძალაში ფრონტის ყველა მიმართულებაზე მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული პირობები დამტკიცდება.