07 აპრ 2026
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა, კომიტეტის წევრებთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოს 2025-2026 წლების ანგარიში მოისმინა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, გიორგი იაკობაშვილმა ვრცლად ისაუბრა სურსათის უვნებლობის , ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.
ყურადღება გამახვილდა სურსათის უვნებლობის კუთხით მონიტორინგის გაზრდილ მაჩვენებლებზე, ვეტერინალური და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების მნიშვნელობაზე, რაც, საბოლოოდ, ქვეყანაში აგრარული სექტორის მდგრად განვითარებას უზრულველყოფს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, სააგენტოს შესაძლებლობის გაზრდასა და მაღალი სტანდარტების დანერგვას უწყობს ხელს.