07 აპრ 2026
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი პედიატრიული განყოფილება მოეწყობა. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე, უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე - სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას. პედიატრიული დეპარტამენტი 91 საწოლზეა გათვლილი და სრულფასოვან თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს მოიცავს.
შენობის პირველ სართულზე განთავსდება ჰემოდიალიზის ცენტრი, რომელიც 18 საწოლზეა გათვლილი.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყების პრიორიტეტი რეგიონებში, მაღალი ხარიხის, უწყვეტი სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფაა, მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს შეხვდა და კლინიკის ახალი დირექტორი ოფიციალურად წარადგინა.
კახა აღამანაშვილი, ამ დრომდე, კლინიკის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.