07 აპრ 2026
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები კეთდება.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის პროცესი დაწყებულია. ამის დასტურად, მმართველი გუნდის წევრებს, შეერთებულ შტატებში ბოლო დროს განხორციელებული ვიზიტები და პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო კომუნიკაცია მოჰყვათ.
ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გარეშე, ხელისუფლება ურთიერთობებს ვერ დაალაგებს.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე აპრილში საქართველოში ჯგუფის გამოგზავნას გეგმავს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სიღრმისეულად შეისწავლის.