თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო კაპელა ანკარის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე

07 აპრ 2026

თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო კაპელას ტრიუმფი ანკარის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე.

ფესტივალის ფარგლებში ქართული მუსიკის საღამო გაიმართა. თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, შეასრულეს კომპოზიტორის საავტორო, მონუმენტური ნაწარმოები — „რეკვიემი“.  ნაწარმოები 2021 წელს შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ ეს „რეკვიემის“ რიგით მეორე შესრულება იყო საზღვარგარეთ,  მისი საერთაშორისო პრემიერა 2023 წელს ბელგიაში, ფესტივალ „Eუროპალია-Gეორგია“-ს ფარგლებში შედგა.

გასტროლის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში.