07 აპრ 2026
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები ტარდება.
გურიის 25-მდე საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.
გაიმართა ლექცია-სემინარები პლასტმასის მოხმარების შემცირების, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზებზე. შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.