07 აპრ 2026
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ახალი ტრენინგ-მოდული დაიწყო, რომლის თემა იყო „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება“.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო სასარგებლო AI პლატფორმები, მათი პრაქტიკაში გამოყენების წესები, შესაძლო გამოწვევები და კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, აღნიშნული მოდულების სამიზნე აუდიტორია ადმინისტრაციის თანამშრომლები, პედაგოგები, სტუდენტები და უფროსკლასელები არიან.