07 აპრ 2026
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. ერმეკ კოშერბაევი საქართველოს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, ერმეკ კოშერბაევი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან.