„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამა ხელვაჩაურში

06 აპრ 2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ და სოფლების საჭიროებებს უშუალოდ მათთან ერთად განსაზღვრავენ.

მოქალაქეები თავად წყვეტენ, რა არის მათი სოფლებისთვის პრიორიტეტული და ბიუჯეტი რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს.

სოფლების მიხედვით მოთხოვნები განსხვავებულია, თუმცა  მთავარი საჭიროებები კვლავ ინფრასტრუქტურას მათ შორის : შიდა სასოფლო გზებს, წყალმომარაგებასა და გარე განათებას უკავშირდება.