06 აპრ 2026
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციის წევრებთან ერთად, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერმეკ კოშერბაევი ეწვია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, ერმეკ კოშერბაევი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან.