06 აპრ 2026
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.
შპს ,,აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ სახელმწიფო შესყიდვის პრეტენდენტებმა წინადადებები მიმდინარე წლის 16 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ განსაზღვრული, აუქციონის წლიური საწყისი ღირებულებაა 1 750 000 ₾. სარგებლობაში გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადით.
დღემდე ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა (რომელსაც UEFA-ს უმაღლესი, IV კატეგორიის კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული) საერთაშორისო მასშტაბის არაერთ ღონისძიებას უმასპინძლა.