ცვლილებები თავდაცვის კოდექსში

06 აპრ 2026

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა "თავდაცვის კოდექსში" ცვლილებაზე იმსჯელა. 

კანონპროექტი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა. ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ წვევამდელის გამოძახება როგორც უწყების ჩაბარებით, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით - მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებით განხორციელდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც შესაძლებელი იქნება, რომ შეტყობინება ან უწყება ჩაბარდეს. გარდა ამისა, თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული რიგი საკითხები ახლებურად დარეგულირდება.

ცვლილების მიხედვით, პროფესიულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირი, მის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, ავტომატურად იქნება გადაყვანილი 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, თუ მას არა აქვს გაწვევისაგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება, ასევე მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც შესაბამისი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს.  

ცვლილებები თავდაცვის ძალებში დასაქმებული პირების სხვა, შეთავსებით სამუშაოების საკითხებსაც არეგულირებს. 

აღნიშნულ პირებს, არაუმეტეს 1 წლის ვადით, სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამეცნიერო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობა შეეძლებათ. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.