პარტია „გახარია საქართველოსთვის“  ბრიფინგი

06 აპრ 2026

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მთავრობას მოუწოდებს, სახელმწიფო სერვისების საფასური შეამციროს.

საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატი სოფიო ხორგუანი აცხადებს, რომ სახელმწიფო სერვისები, სულ მცირე, 30 პროცენტით უნდა შემცირდეს, ხოლო ვისაც სოციალური საჭიროება აქვს, ამ ტარიფებისგან სრულად გათავისუფლდეს.

დეპუტატს მიაჩნია, რომ სახელმწიფო სერვისებზე ტარიფების შემცირება პირდაპირ მთავრობის პასუხისმგებლობაა.